მთავარი განათლება თსუ-ში 22 ივნისამდე ყველა გამოცდა გაუქმდა

თსუ-ში 22 ივნისამდე ყველა გამოცდა გაუქმდა

თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას ბრძანებით, 22 ივნისამდე გაუქმდა ყველა გამოცდა უნივერსიტეტში.

დედაქალაქში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად შექმნილი ვითარების გამო, გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდები საგამოცდო ცენტრსა და რესურსცენტრებში, ასევე სასწავლო კორპუსებში, გაიმართება 22 ივნისიდან 18 ივლისის პერიოდში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი