მთავარი განათლება თბილისის სკოლების მე-11 კლასელთა საყურადღებოდ

თბილისის სკოლების მე-11 კლასელთა საყურადღებოდ

0 662

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე არ გამოცხადდებიან, შესაბამის საგნებს ჩააბარებენ 2015-2016 სასწავლო წლის მაისში. შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად მოსწავლეები ჩვეულებრივ გააგრძელებენ სწავლას მე-12 კლასში.

აღსანიშნავია, რომ გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება, სკოლებში უსაფრთხოებას მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი