მთავარი საერთო ვახტანგ გომელაური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იუბილეს დაესწრო

ვახტანგ გომელაური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იუბილეს დაესწრო

0 2520

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იუბილეს დაესწრო.

10154454_1846406125583584_1817199989171702277_n

საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა და წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყო. სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა მათ.

11403019_1846406298916900_7165334632187170689_n

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სდსს-ს ხელმძღვანელს და თანამშრომლებს სამსახურის დაარსების 21-ე წლისთავი მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა: „მინდა დღევანდელი დღე მივულოცო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყველა თანამშრომელს, დაწყებული რიგითიდან, დამთავრებული ხელმძღვანელით. მე ბევრი წელი გავატარე ამ სამსახურში – 1994 წლიდან 2004 წლამდე და ძალიან ბევრი ვისწავლე. მინდა წარმატებები და წინსვლა ვუსურვო ყველა თანამშრომელს, ვინც სდსს-ში მუშაობს“

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი