მთავარი პოლიტიკა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა

0 987

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა. გეგმიურ საველე წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ბრიგადის პირად შემადგენლობას სწავლების დასრულება მიულოცა.

საინჟინრო წვრთნაში 202 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. ვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მთავარ ამოცანას მობილურობის ოპერაციების შეტევის საინჟინრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სწავლების ფარგლებში ჩართული იყო საინჟინრო ტექნიკა, განხორციელდა ქვეითი და მძიმე ტექნიკის ხიდების მოწყობა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი