მთავარი რელიგია ენმ: აჭარის მთავრობა საერთაშორისო სკანდალში ეხვევა

ენმ: აჭარის მთავრობა საერთაშორისო სკანდალში ეხვევა

0 1311

“აჭარის მთავრობა საერთაშორისო სკანდალში ეხვევა” – ეს განცხადება ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გელა დეკანაძემ სიმბოლურად იმ ტერიტორიაზე გააკეთა, სადაც სტადიონის მშენებლობა უნდა დაიწყოს. მისი განცხადებით, პოლონური კომპანიის საპრეტენზიო წერილი, რომელიც აჭარის მთავრობამ მიიღო. მასში მითითებულია, რომ გამარჯვებული ესპანური კომპანია, რომელიც ბათუმში სტადიონს ააშენებს გამოცდილება არ აქვს. “აღნიშნული პროექტის შერჩევა კორუფციული გარიგების შედეგად მოხდა და პროექტთან დაკავშირებით მრავალი კითხვები არსებობს. საპრეტენზიო წერილს აჭარის მთავრობა მალავდა, რის გამოც, ჩვენ მივმართავთ, რომ კიდევ ერთხელ გადახედოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას”. გელა დეკანაძე ამბობს, რომ გამარჯვებული პროექტი ძვირადღირებული იყო და ბათუმის კლიმატზე არ იყო მორგებული. ასევე, წერილში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ტურნირების გამართვის პრეტენზიის მქონე სტადიონს ლიცენზიას არ მისცემს, პარამეტრების დარღვევის გამო. ოპონენტების ბრალდებებს გამოეხმაურა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. დავით ბალაძის განცხადებით, სტადიონის პროექტის შერჩევა სრული კანონმდებლობის დაცვის შედეგად მოხდა და გამარჯვებული კომპანიაც კანონიერად შეირჩა, რაც შეეხება ძველ პროექტს ბალაძე ამბობს, რომ ძველი ხელისუფლების მიერ შერჩეული პროექტი არანაირ ბუნებრივ კლიმატს არ ერგებოდა. “ჩვენ სხვა მიმართულებებთან ერთად აქაც ვიქნებით მკაცრი, თუ მოხდება რაიმე სახის დარღვევა ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ”. განაცხადა მინისტრმა.

ავტორი: მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი