მთავარი ეკონომიკა ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა

ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა

0 867

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა.

თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი დასრულდა. აუქიონის შედეგების მიხედვით, შენობა 9450000.00 USD (21766185.00 GEL) გაიყიდა.

ეს შენობა ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად  პირობიანი აუქციონის ფორმით მიმდინარე წლის 29 მაისს გამოიტანა.

უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს 4.200 კვ.მ. და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, ფართით 11.200 კვ.მ. ობიექტს გააჩნია ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის.

საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა ეკონომიკის სამინისტრო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი