მთავარი საზოგადოება დაეკისრება თუ არა Biletebi.ge-ს სანქციები?!

დაეკისრება თუ არა Biletebi.ge-ს სანქციები?!

დაეკისრება თუ არა Biletebi.ge-ს სანქციები სუპერთასის ბილეთების გაყიდვის შეფერხების გამო, ჯერ უცნობია. როგორც sportall.ge-ს სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლაშა დვალიშვილმა განუცხადა, Biletebi.ge სუპერთასის ბილეთების გასაყიდად უეფა-მ შეარჩია.
“საიტი შეირჩა ამ კომპანიის გამოცდილებით. ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობს ქართული კლუბი და საერთაშორისო ინტერესი ძალიან დიდია. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ტურისტი ჩამოვიდოდა, ბილეთები უნდა გაყიდულიყო ელექტრონულად. ტურნიკეტების დამონტაჟების შემდეგ უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეთანამშრომლა Biletebi.ge-სთან. ფეხბურთის ფედერაცია, ამ შემთხვევაში, არაფერ შუაშია. ეს იყო უშუალოდ ამ საიტსა და უეფა-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება”, – განაცხადა ლაშა დვალიშვილმა. მისი თქმით, საიტი ამ დროისთვის არ მუშაობს.
რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
“რაც შეეხება მოლაპარაკებებსა და სამუშაო პროცესებს, ეს მიმდინარეობს. ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას პრობლემები, რაც დადგა ქართველი გულშემატკივრის წინაშე”, – განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, Biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო. საიტზე ამ დრომდე ვერ ხერხდება ბილეთების გაყიდვა. უფრო მეტიც, უკვე მეორე დღეა, რაც Biletebi.ge გამორთულია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი