გორში რამდენიმე ქუჩა და დევნილთა დასახლების ორი მონაკვეთი დაიტბორა

    0 824

    წუხანდელმა წვიმამ გორში რამდენიმე ქუჩა და დევნილთა დასახლების ორი მონაკვეთი დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ზარები წუხელ ძირითადად ეზოებიდან წლის ამოტუმბვის თხოვნით შედიოდა.
    ხანმოკლე სეტყვა იყო გორის რაიონის რამდენიმე სოფელში. მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი აცხადებს, რომ გუშინდელ სეტყვას ზარალი არ გამოუწვევია. მისივე თქმით, იმ საშიშ უბნებზე, სადაც გასულ კვირას სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას, გუშინდელი უამინდობისას ვითარება არ გართულებულა.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი