მთავარი საზოგადოება გლობალური გამოწვევები 21–ე საუკუნეში – საერთაშორისო პროექტი სტუდენტებისთვის

გლობალური გამოწვევები 21–ე საუკუნეში – საერთაშორისო პროექტი სტუდენტებისთვის

0 1814

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტში, 21–ე საუკუნის გლობალური გამოწვევები. პროექტი 3 დღის განმავლობაში ბაკურიანში განხორციელდება და განხილული იქნება მსოფლიო პოლიტიკისთვის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: უკრაინის კონფლიქტი, ფუნდამენტალიზმი 21–ე საუკუნეში, ისლამური სახელმწიფო და განათლების დონე მესამე სამყაროს ქვეყნებში. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ კომპეტენტურ ექსპერტებთან ერთად შეაფასონ აღნიშნული მოვლენები, ასევე მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიებში, შეხვდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაესწრნონ პრაქტიკოსი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების მასტერკლასებს, მონაწილეობა მიიღონ სიმულაციურ თამაშებში.

პროექტი ბაკურიანში 19–21 ივლისს განხორციელდება და მასში მონაწილეობის მიღება 16–დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლებათ, დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტის FACEBOOK–ის გვერდზე.

Facebook.com/csei.ge

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი