მთავარი კულტურა ხელოვნება გიორგი პაპასკიაურის პირველი პერსონალური გამოფენა 23-24 ივნისს გაიმართება

გიორგი პაპასკიაურის პირველი პერსონალური გამოფენა 23-24 ივნისს გაიმართება

,,შენი მედია გუნდი” გაგაცნობთ ახალგაზრდა, ნიჭიერ მხატვრს, გიორგი პაპასკიაურს. მისი პირველი პერსონალური გამოფენა,23–24 ივნისს,  17:ახა00 საათზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება. გიორგის ცხოვრება მთლიანად  ხელოვნებას უკავშირდება, საკუთარ  ნამუშევრებთან კონკრეტული ისტორიები აკავშირებს და ათითოეულ ღირებულ ქმნილებას თავისებურად აღიქვამს.მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც ზოგჯერ საკმაოდ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები,რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული მოსაზრება და ხედვა აქვს. ჩვენ შევეცადეთ გიორგის სამყაროში  შეგვეღწია და თავისი გადასახედიდან დაგვენახა რეალობა, რომელსაც ზოგჯერ ნამდვილად ვხედავთ და ზოგჯერ უბრალოდ გვეჩვენება.

გიო გამარჯობა, რამდენი წელია რაც ხელოვნების ნიმუშების შექმნით ხარ დაკავებული და ჟანრი , რომელიც მოიცავს შენს შემოქმედებას?

- გამარჯობა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს მედია გუნდში. 3 წლიდან ვხატავ,უპირატესობას აბსტრაქციას ვანიჭებ,თუმცა პირველი გამოფენა ამ მხრივ მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

11541160_1614779502133852_454023404_n

 -სიტყვა მხატვრობა მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას , პრეისტორიული გამოქვაბულის სურათებით დაწყებული თანამედროვე სამხატვრო გალერეის კედელზე დაკიდებული ავანგარდისტული ტილოთი დამთავრებული, შესაბამისად ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა. შენ როგორ ახსნიდი ამ სიტყვას?
-ძალიან ბევრი პროფესიონალი დავობს და ვერ გადაუწყვეტიათ, მათ ფონზე მე რისი თქმა შემიძლია?პირადად ჩემთვის ხატვა არის საშუალება ყველანაირი ემოციისა და გრძნობების ტილოზე გადმოტანის .ჩემი სამყაროს გაცოცხლება ხდება მხატვრობით.
  -იმპრესიონისტებს ცხარე დებატები ჰქონდათ. მათ ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვენლოვანი თანამედროვე ცხოვრების სცენების ხატვა იყო, მეორე ნაწილს კი უფრო საგნებზე სინათლის ზემოქმედების შედეგები აინტერესებდა, შენი უპირატესობა ამ ხედვაში როგორია?
-მე უპირატესობას ვანიჭებ იმას ,რასაც ვგრძნობ შესაბამისად შეიძლება ჩემი ნამუშევარი ბევრმა ვერ გაიაზროს მაგრამ მოეწონოს.
-ვინსენტ ვან გოგი სიღატაკეში გარდაიცვალა, ვინაიდან მისი სურათების ყიდვა არავის სურდა. მხატვრის მეგობრებიც კი იმას ამბობდნენ, რომ ეს ტილოები შეშლილის დახატულს ჰგავდა. დღეს ვან გოგის სურათები ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული და ნიმუშებია მსოფლიოში, ჩვენი ფიროსმანი და კიდევ ბევრი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, როგორ ფიქრობ დღეს მხატვრობასა და ზოგადად ხელოვნებას უჭირს?
 
-გეთანხმები,ბევრი აღიარეს გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მაინც,ხელოვნებას არ უჭირს ხალხს უჭირს რეალიზაციის პრობლემაა.პირადად მე, გუშინ ,ასამდე წერილი მივიღე იმის თაობაზე,რომ ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები და ფინანსურად ვერ გასწვდებიან,ანუ ხალხი აღიქვავს სილამაზესა და ნამუშევარს,მაგრამ ფინანსები არ აქვთ.
-შენ ახსენე გრძნობები, ვხატავ იმას რასაც ვგრძნობო, რას გრძნობ ამ რეალობაში, ამ სამყაროში , რას ხედავ ირგვლივ და ამ სივრცეში სად ხედავ შენს თავს?
-ამ წუთას დიდ სიყვარულს ვგრძნობ,სამყაროში ქაოსს,ირგვლივ გაურკვევლობას და ამ სივრცეში მე ჩემს თავს ვერ ვხედავ, რადგან ვიკარგები.
11651170_1614779218800547_1083464861_n-min

-მე, როგორც გავიგე ამ გამოფენას შენი სახსრებით უმკლავდები და ასევე გაყიდული ნახატებიდან შემოსულ თანხას 13-14 ივნისს დატრიალებული უბედურების დროს დაზარალებულ ადამიანებს გაუნაწილებ.
-ამ გამოფენას რაც შეეხება მინდოდა ორიგინალური ყოფილიყო ,რადგან მიყვარს ექსპერიმენტები და სიახლე და მის ორგანიზებაში ,,გოლდენ პროდაქშენი” მეხმარება.გამოფენა უნდა ყოფილიყო ,მაგრამ გაყიდვა 13 ში დატრიალებული ტრაგედიის გამო გადავწყვიტე. ჩემი დიდი სურვილია, შეძლებისდაგვარად დავეხმარო იმ ხალხს, ვინც დღეს ჩვენს დახმარებას საჭიროებს. იმედია ყველაფერი გამოვა. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი დაინტერესდა.
-რითი იქნება განსხვავებული შენი პერსონალური გამოფენა?
-გამოფენა დატვირთული იქნება ულამაზესი შოუთი.მუსიკალური გაფორმება,მომღერალი,ბოდი არტი და კიდე ბევრი რამ უშუალოდ ნახატების შეთვალიერების საშუალება არ ექნება სტუმარს, სანამ სერიოზული პერფომანსი არ დასრულდება.
11403221_830305207064891_6162082882870744833_n
-როგორ ფიქრობ, დღეს სოციალური პრობლემები  რომ არა,  უფრო მეტად დაინტერესდებოდა საზოგადოება ხელოვნებით და უფრო კარგი შემოსავალი ექნებოდათ მაგალითად მხატვრებს?
-კი. რა თქმა უნდა, რომ არა სოციალური პრობლემები მინიმუმ სიამოვნებით ივლიდნენ გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებზე.მაგრამ დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს სამწუხაროდ .
 
-როგორი?
-შავ–თეთრი სურათია ოდნავ შეპარული ფერებით.გაჭირვება,ტკივილი,ცრემლი,უნდობლობა,ბოროტება და სოც ქსელი,სადაც შენიღბულები ლამაზ სტატუსებს ვწერთ.ამ ყველაფერს კი ნათელ ფერებს მხოლოდ მომავლის იმედი აძლევს, რომელიც გაურკვეველია.
-და როგორ  ხედავ მომავალში შენს თავს ? ამ სივრცისგან განსხვავებულ სივრცეში და დროშო?
-განსხვავებულ დროს სხვა სივრცეში.
-გიორგი წარმატებებს გისურვებ, ,,შენი მედია გუნდის” სახელით.
-მადლობა თქვენ.
ავტორი: მარიამ ქობულია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი