მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა გიორგი გუდაძეს, ეპისკოპოსი მიქაელ გაბრიჩიძე მოინახულებს

გიორგი გუდაძეს, ეპისკოპოსი მიქაელ გაბრიჩიძე მოინახულებს

 გიორგი გუდაძე,რომელიც  11 მაისს,  ბარნოვის ქუჩაზე, ეგრეთწოდებული  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს, 20 დღეა შიმშილობს. მას ბრალი 273 და 236 მუხლებით წაუყენეს.

ხვალ, 09:30 , უწმინდესის ლოცვა კურთხევით ,გიორგი გუდაძეს ,მთიანეთის და ფშავხევსურეთის ეპისკოპოსი, მიქაელ გაბრიჩიძე მოინახულებს.

2015 წლის 11 მაისს 21:45 გიორგი გუდაძის დაკავების ადგილას დამონტაჟებულმა მაღაზიის სათვალთვალო კამერამ მისი დაკავება დააფიქსირა , თუმცა ჩხრეკა არ დაუფიქსირებია, რადგან იგი პოლიციელების მიერ გადაყვანილ იქნა რამდენიმე მეტრის მოშორებით,სადაც კამერების მიერ არ ფიქსირდება თუ როგორ ხდება მისი ჩხრეკა.

როგორც  გიორგი გუდაძის დედამ ,,შენი მედია გუნდთან” საუბარში  აღნიშნა, გიორგის ხასიათიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერავინ ვერ ჩაუდებდა მას აღნიშნულ  ნარკოტიკულ ნივთიერებას.

,, გიორგი არ იცით როგორი ადამიანია, ის შეაკვდებოდა ამ ყველაფერს და მაინც არავის არ ჩაადებინებდა აღნიშნულ ნივთიერებას, ის როცა მანქანაში ჩასვეს მხოლოდ მაშინ აჩვენეს , რომ მას მარჯვენა ჯიბეში აღმოუჩინეს ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში გახვეული  კონკრეტული ნივთიერება”- განაცხადა  გიორგი გუდაძის დედამ.

როგორც ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, აღნიშნული ნივთიერება აღწერილია როგორც ბალახისებრი, დაქუცმაცებული  ნივთიერება, ხოლო ექსპერტ  ნანა ლომიძის დასკვნაში წერია, რომ გიორგი გუდაძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში გახვეული მოთეთრო-მონაცრისფრო ფერის მცენარეული მასა , შეიცავს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალებას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დედექტივ-გამომძიებელს ოპერატიული ინფორმაცია, გუდაძის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე , თვითონ გამოძიების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ასევე  დასკვნაში წერია, რომ ის საერთოდ არ იყო ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი.

ჩნდება კითხვა, თუ გამომძიებელი იღებს კონკრეტულ ინფორმაციას , კონკრეტული ფაქტის შესახებ და ის ნაწილობრივ არ დასტურდება , რაც ლაბორატორიულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, მაშინ რამდენად უტყუარი იქნებოდა ის ფაქტი, რომ გიორგის აღნიშნული ნივთიერება ჯიბეში აღმოაჩნდებოდა და თუ ნამდვილად უტყუარი ინფორმაციას ფლობდნენ , რატომ არ გადაიყვანეს პირდაპირ განყოფილებაში? ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბალახისებრი , დაქუცმაცებული ნივთიერება და მოთეთრო-მონაცრისფრო მცენარეული მასა ერთმანეთისგან აღწერილობითაც განსხვავდება .

მეორე ბრალდება

236-ე  მუხლის თანახმად, მას ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვაში.

,,არსებობს  დასაბუთებული ვარაუდი, რომ გიორგი გუდაძემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. გიორგი გუდაძემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოთ შეიძინა  ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში”

გიორგი გუდაძის საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის დროს, ამოღებულ იქნა დამბაჩა, რომელიც გადაგზავნილ იქნა ბალისტიკურ ექსპერტიზაზე და ექსპერტის დასკვნით ის წარმოადგენს რამდენიმე საუკუნის წინანდელ ნივთს, რომლისგანაც გასროლა სავარაუდოდ ამდენივე ხანია არ მომხდარა.

ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჩვენებით კი ირკვევა, რომ აღნიშნული დამბაჩა წარმოადგენს მე-17 საუკუნის ნივთს , რომელიც გიორგის ბაბუას დიდმა ქართველმა კლასიკოსმა, ჭაბუა ამირეჯიბმა, მეგობრობის ნიშნად უსახსოვრა.

მტკიცებულებები , რომელიც საქმეშია ნათლად აბათილებს გიორგი გუდაძის მიერ წაყენებულ ბრალდებებს.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა , რომ გიორგი გუდაძე პროფესიით ექიმია და ის სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა, რასაც მისი არა ერთი მეგობარი ადასტურებს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ იგი ცხოვრობდა ეკლესიური ცხოვრებით და მიმდინარე წელს მონაწილეობას იღებდა იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამოტანაში.

შეგახსნებთ, რომ გიორგი გუდაძე ვაკის საცურაო აუზთან რამდენიმე თვის წინ დაჭრეს დამნაშავე კი დღემდე არ არის დაკავებული. მისი სახელი ასევე დაკავშირებულია, ყოფილი ციხის უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტთან.

უახლოეს დღეებში ,,შენი მედია გუნდი” შემოგთავაზებთ  სიუჟეტს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი მიმდინარე საქმე.

ავტორი: მარიამ ქობულია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი