მთავარი რეგიონი ბათუმში საჯარო შესყიდვების სფეროში ცოდნის გაზიარების მე-11 საერთაშორისო ფორუმი იმართება

ბათუმში საჯარო შესყიდვების სფეროში ცოდნის გაზიარების მე-11 საერთაშორისო ფორუმი იმართება

0 1241

ამ წუთებში სასტუმროში “რედისონ ბლუ ბათუმი“ საჯარო შესყიდვების სფეროში ცოდნის გაზიარების მე-11 საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მთავარი თემაა მონიტორინგის როლი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის განვითარებაში. ფორუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30 მაღალი რანგის თანამდებობის პირი ესწრება.
შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მიმართა.
„მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ ჩვენს ქალაქს და სახელმწიფო შესყიდვების ცოდნის გაზიარების მე-11 ფორუმის ჩატარების ადგილად ბათუმი შეირჩა. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მიღწევაა შესყიდვების გამჭვირვალედ და თანამედროვე სისტემით წარმოება. სწორედ მსგავსი სისტემები უზრუნველყოფენ საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესებისთვის მოსახერხებელ გარემოს და რეგიონის ეკონომიკური ზრდის ინდექსი ყოველ წელს მატულობს.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ
კონფერენციას 25 ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის არიან წარმომადგენლები ალბანეთიდან,პოლონეთიდან,ბელორუსიდან,მოლდოვადან, რუმინეთიდან,ხორვატიიდან,ბულგარეთიდან,უკრაინიდან,მაკედონიის რესპუბლიკიდან და ა.შ.
ოთხი დღის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციებს აშშ-ს გენერალური აუდიტორული ოფისის წარმომადგენელი,ფილიპინების სამოქალაქო საზოგადოების წევრი,დონორი ორგანიზაციები და სხვა ოფიციალური პირები წარუდგენენ.
ფორუმი მსოფლიო ბანკის,აზიის განვითარების ბანკის,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვიტარების ბანკის,ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ არის ორგანიზებული. ფორუმის პარტნიორი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო,გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირის დელეგაციაა.
„ჩვენი სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. საქართველოს მთავრობა,ჩვენი სააგენტო,საერთაშორისო საზოგადოებას წარვუდგენთ მოწინავე ქართულ რეფორმებს სახელმწიოფო სექტორში,განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მხრივ.“ – განაცხადა ფორუმზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ.
აღნიშნული ფორუმი ყოველწლიურია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.
ფორუმი დღეს გაიხსნა და ის 12 ივნისს დასრულდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი