მთავარი რეგიონი ბათუმში მდუმარე აქცია გაიმართა

ბათუმში მდუმარე აქცია გაიმართა

0 2097

ევროპის მოედანზე შეკრებილებმა ბათუმში ჩატარებული საზეიმო ღონისძიებები ერთხმად გააპროტესტეს და ქალაქის თვითმმართველობას მოუწოდეს, რომ ყველა სახის ღონისძიება რამდენიმე დღით გადადოს. ადგილობრივებმა ქალაქის ხელმძღვანელ პირებს დაგეგმილი ღონისძიებების გადასადებლად კერძო სექტორთან თანამშრომლობისკენაც მოუწოდებენ.
“ეს მოზეიმე ხალხი არ არის ბათუმი. მე ვიცნობ ერთ ბათუმს და ეს ბათუმი დღეს ისევე გლოვობს, როგორც თბილისი, როგორც მთელი საქართველო. მეორე ბათუმს მე არ ვიცნობ. ის რამდენიმე ადამიანი, ვისაც დღეს ეზეიმება, ვერ აანალიზებს სიტუაციას, ვერ აცნობიერებს რეალობას. ჩვენ დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი თანადგომა ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ვიზიარებთ მათ ტკივილს და ტრაგედიას”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ალექსანდრე თევზაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი