მთავარი რეგიონი ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულო გაიხსნა

ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულო გაიხსნა

0 849

გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა.
მინისტრებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს თემურ უტიაშვილს ლიტვის საპატიო კონსულის ეგზეკვატურა, რის შემდეგაც ქ. ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად გაჭრეს წითელი ლენტი.
მინისტრებმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და საკუთარ გამოსვლაში აღნიშნეს, რომ ბათუმში საპატიო საკონსულო გახსნა ხელს შეუწყობს ლიტვასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიც არის ხალხთაშორისი ურთიერთობები, ტურიზმი, სავაჭრო თანამშრომლობას ასვე კულტურული ურთიერთობები.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლიტვის საპატიო კონსულის საქმიანობის არეალი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის რეგიონი. ლიტვის საპატიო საკოსნულო ასევე ფუნქციონირებს თბილისში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი