მთავარი რეგიონი ბათუმში თურქი ბლოგერების კიდევ ერთი ჯგუფი იმყოფება

ბათუმში თურქი ბლოგერების კიდევ ერთი ჯგუფი იმყოფება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი თურქეთიდან მოწვეულ ბლოგერთა ჯგუფს მასპინძლობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მედიატურში გაერთიანებულია ტურიზმის მიმართულებით თურქეთში ცნობილი რეიტინგული ბლოგების ავტორები.
თურქი ჟურნალისტები ქალაქის ღირშესანიშნაობებს, მაღალმთიან აჭარასა და ტრადიციულ სამზარეულოს გაეცნენ. მათ დაათვალიერეს ასევე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე ექსპოზიცია “შეხვედრა ფიროსმანთან”, რომლის ფარგლებში შესაძლებელი იყო დიდი ქართველი მხატვრის 15 ტილოს ხილვა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ბლოგერები აჭარა-ბათუმის ტურისტულ პოტენციალს სპეციალურ სტატიებსა და ფოტორეპორტაჟებს მიუძღვნიან.
თურქეთი საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობით ლიდერ პოზიციაზე უცვლელად რჩება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად თურქეთის ტურისტულ ბაზარზე სავადასხვა პიარ-აქტივობას ახორციელებს. ბოლო ერთი თვის მანძილზე მხოლოდ თურქეთიდან ორი საინფორმაციო ტური ჩატარდა თურქეთის ინტერნეტსივრცის წამყვანი ბლოგერებისათვის. 16-19 მაისს, რეგიონს ბლოგერებთან ერთად სატელევიზიო ჯგუფი სტუმრობდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი