მთავარი საზოგადოება ბაგების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ბაგების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ბაგებში, სადაც კლდე ჩამოიშალა, ხალხი დილიდან საკუთარი ძალებით განაგრძობს ტერიტორიის დასუფთავებას. ადგილობრივები გაწმენდითი სამუშოების დაწყებას ელოდებიან. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ის ოჯახები, რომელთა საცხოვრებელიც ფაქტიურად მოწყვეტილია გარე სამყაროს. 2 სახლს მთლიანად აქვს გამოცლილი საძირკველი. ერთი მათგანის პირველი სართული კი დატბორილია.

ადგილობრივები მოუწოდებენ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ დროულად დაიწყონ გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები, რადგან შიშობენ, რომ ძლიერმა წვიმამ, შესაძლოა განმეორებითი მეწყერი გამოიწვიოს.

მძიმე ტექნიკა კვლავ არ მისულ ამ ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია, სპეციალისტების მტკიცებით, აუცილებელია საინჟინრო დასკვნა, სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ადგილზე სამუშაოების დაწყება. მათი თქმით, შესაძლოა მძიმე ტექნიკის ამუშავებამ მორიგი მეწყერი გამოიწვიოს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი