მთავარი საზოგადოება 112-მა ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს უმასპინძლა

112-მა ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს უმასპინძლა

აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს ეწვივნენ.

აშშ-ს დელეგაცის წევრები,  ვიზიტის ფარგლებში საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ სიტუაციას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ასევე, ისინი ადგილზე გასცნობოდნენ „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას, დაკვირვებოდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს.

„112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა,  დელეგაციის წევრებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი