მთავარი ეს საინტერესოა წიგნის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

წიგნის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

თბილისის წიგნის მეჩვიდმეტე საერთაშორისო ფესტივალი 28-31 მაისს გაიმართება და მას ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი უმასპინძლებს.
ფესტივალს 53 მონაწილე ეყოლება – გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვ.
მონაწილეები მკითხველებს ყველა ჟანრის წიგნებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებენ.

ფესტივალის ფარგლებში იგეგმება უამრავი ღონისძიება:

✔ ახალი წიგნების პრეზენტაციები;
✔ შეხვედრები ქართველ და უცხოელ ავტორებთან;
✔ საჯარო კითხვა;
✔ გასართობი პროგრამები პატარა მკითხელებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტენდთან.

თბილისის წიგნის ფესტივალს ათამდე უცხოელი სტუმარი ეწვევა: გამოჩენილი სერბი მწერლის – მილორად პავიჩის მეუღლე, მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი და მისი ლიტერატურული აგენტი იტალიიდან სტეფანო ბისაჩი, არაბ გამომცემელთა დელეგაცია და სხვ.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ფონდი და ქალაქ თბილისის მერია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი