მთავარი პოლიტიკა შსს-ს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები ესტუმრნენ

შსს-ს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები ესტუმრნენ

0 847

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს აშშ-ის ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს უფროსი ვერნონ ქიინანი და ამავე შტატის სხვადასხვა პოლიციური დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

დელეგაციის წევრებმა თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და ავტოპარკი დაათვალიერეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, განიხილეს მიმდინარე პროექტები, აღნიშნეს მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმის განვითარების საქმეში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

აღსანიშნავია, რომ სწავლებების დიდი ნაწილი ჯორჯიის შტატის სამართალდამცავ უწყებათა ინსტრუქტორების ხელშეწყობით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს სხვადასხვა სფეროში ტრენინგები პერიოდულად უტარდებათ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი