მთავარი ტექნოლოგიები ქართველის მიერ შექმნილი ”ჭკვიანი სამაჯური”

ქართველის მიერ შექმნილი ”ჭკვიანი სამაჯური”

GoBe ქართველი ბიზნესმენის, გიორგი მიქაბერიძის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ HealBe-მა შექმნა „ჭკვიანი სამაჯური“, რომელიც კალორიების, წყლის ბალანსისა და ენერგიის დახარჯვის კონტროლში დაგემხარებათ. . მან Indiegogo-ზე 1.1 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიპოვა. ტექნოლოგიურად სამაჯური რევოლუციური არ არის. სენსორი, რომელიც მასშია გამოყენებული სხვა ფიტნეს მოწყობილობებშიც გვხვდება – მოწყობილობას უნარი აქვს დენის მეშვეობით სხეულის წინააღმდეგობის ეფექტი გაზომოს, რათა, მაგალითად, გულისცემის სიხშირე შეაფასოს. მაგრამ, რაც GoBe-ს სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან ნამდვილად გამოარჩევს, კალორიების დათვლის სისტეემაა. სხვა მოწყობილობები უბრალოდ კალორიებს გიწერთ. ეს მოწყობილობა კი ავტომატურად და ზუსტად გამოითვლის კალორიების მიღებას ორგანიზმში. სამაჯური დატენვის გარეშე სამი დღე გაძლებს.
,,საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმში ხვდება პროტეინები, ნახშირწყლები და ცილები. ნახშირწყლები გლუკოზად გარდაიქმნება და ხვდება უჯრედებში. შემდეგ უჯრედებიდან წყალი გამოიდევნება, რაც წყლის ბალანსის ცვლილებას იწვევს. ბიოლოგიური წინაღობის საზომი სენსორებით ვზომავთ წყლის ნაკადს, რის შედეგადაც შეგვიძლია გამოვთვალოთ გლუკოზის შემცველობა და ნახშირწყლები“, – განმარტავს მიქაბერიძე. მაშ შემდეგ რაც მეორე და მესამე ელემენეტების – ცხიმის და პროტეინების შემცველობა დაითვლება, შესაძლებელია კალორიების კალკულაცია. ამ მეთოდს სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებს. მათი აზრით უჯრედშიდა გლუკოზის კონცენტრაციის ზუსტი გაზომვა საეჭვოა. ბევრი სკეპტიკოსების მიუხედავად სამაჯური ამ დროისთვის 12,000 ეგზემპლარია გამოშვებული, რომლის ნახევარი მის დამფინასებელ პლატფორმას Indiegogo-ს გადაეცა, ნახევარი კი გაყიდვაში გამოვიდა.

20140226135633-HEA_igg_07-ProductCharger

20140304074708-fits-your-life

resizedimage.php

resizedimage.php

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი