მთავარი პოლიტიკა უკრაინელი მაღაჩინოსანი რომელმაც ხიდაშელი-უსუფაშვილი-სააკაშვილის შეხვედრაზე ისაუბრა ვიდეომიმართვას ავრცელებს

უკრაინელი მაღაჩინოსანი რომელმაც ხიდაშელი-უსუფაშვილი-სააკაშვილის შეხვედრაზე ისაუბრა ვიდეომიმართვას ავრცელებს

0 1143

უკრაინული გამოცემა “SLOVO.NET” პრეზიდენტ პოროშენკოს აპარატის უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, სერგეი კირნიკის ვიდეომიმართვას ავრცელებს. ეს გახლავთ პიროვნება, რომელმაც ერთი თვის წინ, სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი, მიხეილ სააკაშვილს ფარულად შეხვდნენ.

 სერგეი კირნიკი ვიდეომიმართვაში საუბრობს უკრაინის დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე და ამერიკის გავლენებზე, რომელიც უშუალოდ ერევა როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში.

მიმართვაში კირნიკი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ ფაქტზე და აცხადებს, რომ თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე, სწორედ ამერიკის მითითებით დაინიშნა.

გთავაზობთ კირნიკის მიმართვის ვიდეოვერსიას და ქართულად ნათარგმნ ტექსტს.


“მე ვარ სერგეი კირნიკი ნიკოლოზის ძე დაბადებული ქალაქ ლვოვში 1981 წელს. პრეზიდენტ პოროშენკოს აპარატის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. ჩვენ გვინდოდა რომ ჩვენს ხალხს თავად გადაეწყვიტა საკუთარი ბედი და ამიტომაც ვიბრძოდით კლანებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ, მაგრამ ისინი ვინც დღეს ხელისუფლებაში მოვიდნენ თავზე დაგვასვეს ამერიკელებმა, გერმანელებმა და პოლონელებმა. ყირიმი წაგვართვა რუსეთმა დონბასისათვის კი ბრძოლა მიდის.

ჩვენ სლავები, უკრაინის მოქალაქეები ვკლავთ ერთმანეთს და ჩვენი სიცოცხლით ამერიკა და რუსეთი თამაშობენ გეოპოლიტიკურ თამაშს. კიევში ბინძური დაპირისპირებაა პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ იაცენუკს შორის.

იაცენუკი ამერიკის დავალებებს ასრულებს და მათ ძებნილი სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს მიამაგრეს. ჩვენ უკრაინელებს მთელს მსოფლიოში წარმოგვაჩენენ , როგორც შეუმდგარ ერს, მინისტრის თანამდებობასაც არ გვანდობენ და  ინიშნებიან უცხოელები.

სააკაშვილმა ჩამოგვიყვანა თავისი ხალხი და დაიწყო უკრაინის გაძარცვის ახალი ეტაპი. სააკაშვილი და მისი ხალხი ყიდიან იარაღს, პოლიტიკური ძალადობით ხელში ჩაიგდეს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე და მათ ორგანოებს ყიდიან ევროპაში.

ცოტა ხნის წინ მე გავავრცელე სააკაშვილის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და მისი მეუღლის რომელიც 2 დღის წინ ამერიკელებმა  საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშნეს ფარული შეხვედრის დროს ჩაწერილი საუბარი. ამის გამო იაცენუკის ხალხმა გამანთავისუფლა სამსახურიდან და დაიწყეს ჩემი დევნა.

მაგრამ ჩვენ ვერ შეგვაშინებენ!

ჩვენ შევქმენით სისტემა რომელიც ამხელს ჩინოვნიკებს და სახელმწიფოს მტრებს რომელებიც თამაშობენ ჩვენი მოქალაქეების ბედით და  სურთ დაანაწევრონ ქვეყანა.

ჩვენ უკრაინელი პატრიოტები გადავდივართ მიწისქვეშ და ვიბრძოლებთ უკრაინის ინტერესების დასაცავად, ყველა გაიგებს უკრაინული ვიკილიქსის შესახებ,

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!” – აცხადებს სერგეი კირნიკი, ვიდეომიმართვაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი