მთავარი პოლიტიკა სერგო რატიანი განცხადებას ავრცელებს

სერგო რატიანი განცხადებას ავრცელებს

0 719

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სერგო რატიანის თქმით მან 14 მარტს ფოთში სკოლის მოსწავლეების პროპაგანდისტული ფილმის ჩვენებაზე მიყვანასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა მიიღო.

რატიანის თქმით, დასკვნიდან ცხადად ჩანს, რომ სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფილმზე მიყვანის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდნენ ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, სწორედ მათ დაავალეს ქალაქის რესურს-ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფილმზე მიყვანის ორგანიზება.

„თუ ჩვენ გვაქვს ოდნავი პრეტენზია მაინც, რომ წარმოვადგენთ თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოს, ქალაქ ფოთის ამჟამინდელი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ. მე ვისურვებდი, ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასგან მომესმინა, რომელსაც, როგორც ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ასევე, რატიანმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ პროცესების მართვა და სინქრონიზება ცენტრალური ხელისუფლების, და კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გარეშე ვერ მოხდებოდა.

„რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა გურიის გუბერნატორად სწორედ ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გია სალუქვაძე დანიშნა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობაზე მიუთითებს სხვა ფაქტიც: მიუხედავად იმისა, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მოსწავლეების პროპაგანდისტულ ფილმზე მიყვანა, სამინისტრომ ვერ გაბედა პროცესში მონაწილეობისგან დაეცვა მასწავლებლები და მოსწავლეები“, – აღნიშნა რატიანმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი