მთავარი პოლიტიკა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეით ბრიგადას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეით ბრიგადას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0 847

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეით ბრიგადას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბრიგადის საბრძოლო დროშის გადაბარების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ქუთაისში გაიმართა.

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა III ქვეითი ბრიგადის დროშა ვიცე-პოლკოვნიკ როლანდ კიკნაველიძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის ახალ მეთაურს წარმატებები უსურვა და ქვედანაყოფის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს მადლობა გადაუხადა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი