მთავარი განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი WIPO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი WIPO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

0 850

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, იმყოფება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის WIPO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა ისაუბრეს, WIPO-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა და ინტელექტუალური საკუთრების (IP) საგანმანათლებლო დაწესებულების დამკვიდრება.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებაა, შესაბამისად მისი დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“(DCFTA) ფარგლებში.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყება, რომლის წევრი საქართველო 1991 წლიდან არის, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის, მომსახურების, ინფორმაციის და თანამშრომლობის გლობალური ფორუმია. 188 წევრ ქვეყანას WIPO ეხმარება დაბალანსებული საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი სისტემის შემუშავებაში, საზოგადოების არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბიზნეს მომსახურებას უწევს სხვადასხვა ქვეყნებს და ეხმარება დავების გადაჭრაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი