მთავარი განათლება საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს და ფონდ „ინოვეს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების გენერალური მდივნის მოადგილემ მარტ ლაიდსმეტმა და ფონდი „ინოვეს“ საბჭოს ხელმძღვანელმა ბირგიტ ლაო პერეტსომ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდილებას გაუზიარებს ისეთ საკითხებში როგორიცაა: პედაგოგთა განვითარების რეფორმები, განათლების სტრატეგია და პოლიტიკა. ესტონეთის განათლებისა და კვლევის ფონდი, UNICEF-თან ერთად უზრუნველყოფს ხელი შეუწყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმის გადახედვის და განვითარებას სფეროში. განათლების ექპერტები ქართულ მხარეს გამოცდილების გაუზიარებენ სასწავლო პროგრამების პოლიტიკის განხორციელების საკითხებში. ექპერტების მხარდაჭერით, მოხდება 7-12 კლასამდე ზოგადი განათლების პოლიტიკის გადასინჯვა. ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში ესტონეთის განათლების სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე უზრუნველყოფს ქართველი პედაგოგებისთვის ტრენინგებსა და გადამზადებას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი