მთავარი განათლება სამუშაო შეხვედრა კერძო სკოლების წარმომადგენლებთან

სამუშაო შეხვედრა კერძო სკოლების წარმომადგენლებთან

0 745

საქართველოს კერძო სკოლათა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში მოქმედ კერძო სკოლათა წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები გიორგი შარვაშიძე, ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ სქემასა და იმ საერთო მიზნებზე, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საკითხებს, სასკოლო ელექტრონული ჟურნალების წარმოებას, მის შემდგომ სრულყოფას და სხვ. კერძო სკოლების წარმომადგენლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ და მოესმინათ პასუხები მინისტრის მოადგილეებისათვის დასმულ კითხვებზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი