მთავარი საზოგადოება სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.380 ლარიდან 2.385 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.380 ლარიდან 2.385 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.380 ლარიდან 2.385 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა კი 2.370-2.374 ლარის ფარგლებში.

ერთი აშშ დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.39-დან 2.40 ლარამდე მერყეობს, ევროს ფასი კი, 2.74-დან 2.77-მდე. “საქართველოს ბანკში” ერთი დოლარის ღირებულება 2.4 ლარს შეადგენს, “თიბისი ბანკში” – 2.4020, “ლიბერთი ბანკში” – 2.39, “პროკრედიტ ბანკში” – 2.3950 და “რესპუბლიკა ბანკში” ასევე 2.4-ად.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3617 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეს ერთი ევროს შეძენა 2.6515 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6142 ლარს შეადგენდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი