მთავარი პოლიტიკა რიჩარდ ნორლანდის შეფასებით არასამთავრობოები თავისუფლად აკეთებენ საკუთარ შეფასებას

რიჩარდ ნორლანდის შეფასებით არასამთავრობოები თავისუფლად აკეთებენ საკუთარ შეფასებას

0 754

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში არასამთავრობოებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად გააკეთონ საკუთარი შეფასებები.

ნორლანდის თქმით, დასაფასებელია, როცა დინამიურია არასამთავრობო სექტორი და თავისუფლად გამოთქვამს თავის აზრს, საუბრობს იმ პრობლემებზე და მიღწევებზე, რომელიც ჰქონდა მთავრობას.

“ვიცი, რომ ეს ანგარიში შეეხება 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდს და არ მოიცავს 2015 წლის განვლილ პერიოდს. მიუხედავად ამისა, არასამთავრობოები თავისუფლად აკეთებენ საკუთარ შეფასებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი. ვიცი, რომ მთავრობაც ძალიან სერიოზულად იღებს არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. მთავრობამ ასევე დაიწყო რეაგირებაც კი, ზოგიერთ გამოთქმულ მოსაზრებაზე”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა აღნიშნა, რომ  დიპლომატიური კორპუსი აკვირდება ამ პროცესს და მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნაბიჯებს.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი