მთავარი სპორტი რატომ შეუჩერდა ევროპის ჩემპიონს ოლეგ პროშაკს სპორტული აქტივობა

რატომ შეუჩერდა ევროპის ჩემპიონს ოლეგ პროშაკს სპორტული აქტივობა

0 929

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია განცხადებას ავრცელებს. ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონს უკრაინელ სპორტსმენს ოლეგ პროშაკს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ანალიზის პირველმა ნიმუშმა (ანაბოლიკურ სტეროიდებზე) დადებითი შედეგი აჩვენა „დეჰიდროქლორომეთილტესტოსტერონზე“.
ფედარციის განცხადებაში მითითებულია, რომ ევროპის ჩემპიონს ოლეგ პროშაკს ძალოსანთა ნაკრებში დოპინგ საწინააღმდეგო წესის პოტენციური დარღვევის გამო, სპორტული აქტივობის უფლება დორებით შეჩერებული აქვს.
„მიუხედავად იმისა თუ რას აჩვენებს განმეორებითი ანალიზი ან თუკი სასამართლოს საფუძველზე დამტკიცდება, რომ ძალოსანს არ დაურღვევია დოპინგსაწინააღმდეგო წესი, აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო. ცვლილების შემთხვევაშიც ახალი გადაწყვეტილება გამოქვეყნდება. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ საქმე არ დაიხურება მეტ კომენტარს არ გააკეთებს“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში მიმდინარე წლის 18 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. სადაც პირველი ადგილი სწორედ უკრაინელმა სპორტსმენმა ოლეგ პროშაკმა მოიპოვა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილზე ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე გავიდა და მესამე ადგილი რუსმა ჩინგიზ მოგუშკოვმა დაიკავა.
განმეორებით გამოკვლევის შედეგათ, ევროპის ჩემპიონს ოლეგ პროშაკს თუ დაუმტკიცდა დოპინგსაწინააღმდეგო წესი, სპორტსმენის მიმართ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ძალოსანთა საერთაშორის ფედერაცია ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი