მთავარი სამართალი რამდენიმე ბანკი გაცვლითი კურსით მანიპულირების გამო 6 მილიარდის ჯარმას გადაიხდის

რამდენიმე ბანკი გაცვლითი კურსით მანიპულირების გამო 6 მილიარდის ჯარმას გადაიხდის

0 915

მსოფლიოს 5 უმსხვილესი ბანკი – მათ შორის JPMorgan Chase და Citigroup Inc  5,7 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა. გაცვლით კურსთან დაკავშირებით მანიპულირებაში ოთხი მათგანი დამნაშავედ სცნეს.

UBS AG კი მხილებული იქნა საბაზისო საპროცენტო განაკვეთებით მანიპულირებაში-ამის შესახებ შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა. JPMorgan Chase-ი  550 მილიონს, ხოლო Citigroup-ი 925 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდიან.

ბრიტანულ ბანკებს კი  Barclays Plc 650 მილიონ დოლარს, ხოლო Royal Bank of Scotland Plc 395 მილიონს გადაიხდის. ბანკები დამნაშავედ მიიჩნიეს ბაზარზე დაფიქსირებულ გაცვლით კურსთან დაკავშირებით – აღმოჩნდა, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ევრო-დოლარით მოვაჭრეები აღნიშნულ 4 ბანკში საკუთარ თავს კარტელის წევრებად მოიხსენიებდნენ და იყენებდნენ ელექტრო ჩათს, ასევე კოდურ ენას იმისათვის,  რომ მანიპულირება მოეხდინათ გაცვლითი კურსით და გაეზარდათ მოგება – განმარტავს იუსტიციის დეპარტამენტი.

შეთანხმების მიხედვით,  Barclays Plc   8 თანამშრომელს, რომლებიც მანიპულაციებში მონაწილეობდნენ. სამსახურიდან გაუშვებს. Barclays Plc 60 მილიონის კრიმინალურ ჯარიმას დამატებით გადაიხდის ადრე მიღწეული შეთანხმების დარღვევისთვის, რომელიც დადებული იქნა იუსტიციის დეპარტამენტთან მანიპულაციებთან დაკავშირებით.

შვეიცარიული UBS ასევე  დამნაშავედ იქნა მიჩნეული ლიბორით და სხვა საბაზო განაკვეთებით მანიპულირების საქმეში. ის ასევე 203 მილიონ დოლარს გადაიხდის 2012 წელს დადებული  შეთანხმების დარღვევის გამო სწორედ  ლიბორით მანიპულირებასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის თქმით, ჯარიმები ოფიციალურად მიმდინარე კვირაში გამოცხადდა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი