მთავარი სამართალი პროკურატურამ ი. ვაზაგფაშვილის საქმეზე გენეტიკური ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა

პროკურატურამ ი. ვაზაგფაშვილის საქმეზე გენეტიკური ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა

0 891

საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებს ასაჯაროებს, კერძოდ: გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის რ. ასანიძის გენეტიკური პროფილი არ არის ნივთმტკიცებებზე, შესაბამისად, 2015 წლის 20 იანვარს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელურზე აღმოჩენილი დნმ-ი არ ეკუთვნის რ. ასანიძეს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, 2015 წლის 25 აპრილს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის – როინ ასანიძისაგან დაცვის მხარისა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლების თანდასწრებით, აღებული იქნა დნმ-ის ნიმუში, რომელიც საექსპერტო კვლევისათვის გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს, რომელსაც გენეტიკური კვლევა ჩაუტარდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, სადაც საუბარია ექსპერტიზის დასკვნაზე, ცალსახად დადასტურდა, რომ ნივთმტკიცებაზე აღმოჩენილი მეორე დნმ-პროფილი არ ეკუთვნის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, როგორც ამას სოსანაშვილი და მისი ადვოკატი საჯაროდ აცხადებენ და ყველასათვის ნათელია, რომ ბრალდებულ გ. სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ჯოგლიძის განცხადებები იყო და არის ტყუილი, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უსუსურ მცდელობას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი