მთავარი საერთო “პროგრეს ბანკი” მარიამ ქობულიას საჯარო მიმართვას ეხმაურება

“პროგრეს ბანკი” მარიამ ქობულიას საჯარო მიმართვას ეხმაურება

“პროგრეს ბანკი” “საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის მარიამ ქობულიას საჯარო მიმართვას ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ.
“მიმდინარე წლის15 მაისს, საინფორმაციო საშუალებამ, „შენი მედია გუნდი“, YMT.GE გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის თავჯდომარე მარიამ ქობულია საჯაროდ მიმართვს ს/ს ,,პროგრეს ბანკის” ხაზინის დეპარტამენტის უფროსს ალექსანდრე მაკარაშვილს. მიმართვას წინ უძღვოდა მათი პირადი მიმოწერა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
„პროგრეს ბანკი“ აცხადებს, რომ აღნიშნულ მიმოწერაში გამოთქმულია ალექსანდრე მაკარაშვილის პირადი მოსაზრება, რომელსაც „პროგრეს ბანკი“ როგორც ორგანიზაცია ემიჯნება. იგი მიმოწერაში საუბრობს, როგორც კერძო პირი და არა როგორც „პროგრეს ბანკის“ ხაზინის დეპარტამენტის უფროსი”, -ნათქვამია განცხადებაში.

resizedimage (70)

ამავე განცხადებას გამოეხმაურა “საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე მარიამ ქობულია. მისი განცხადებით, “პროგრეს ბანკის” ხაზინის დეპარტამენტის უფროსს ალექსანდრე მაკარაშვილს პირად მიმოწერაში ბანკის სახელით მუქარა არ უნდა განეხორციელებინა.

,,მიღებულია ,,პროგრეს ბანკის” განცხადება და ჩვენ არ გამოგვითქვამს პრეტენზია კონკრეტულად ბანკის მისამართით არც განცხადებაში და არც სხვაგან.რაც შეეხება ბატონ ალექსანდრე მაკარაშვილს, რომელიც კონკრეტულ ორგანიზაციაში მაღალ თანამდებობაზეა, ასევე იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ან გამოთქვამს მოსაზრებას ,ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე,ერთვება დისკუსიებში და ა.შ ეს არ არის კერძო პირის განცხადება. მიუხედავად ამისა ბატონ ალექსანდრეს სტატუსს ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით, ისევე როგორც ჩემს სტატუს და თუ თქვენ აცხადებთ, რომ ის არ მესაუბრებოდა ბანკის სახელით, პირად მიმოწერაში ის სწორედ ბანკის სახელით დაგვემუქრა უდიდესი ჯარიმებით. დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია დამადასტურებელი არგუმენტები გავასაჯაროვო. ვაფასებ თქვენს დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვადასტურებ , რომ ,,პროგრეს ბანკის” მიმართ არავითარი პრეტენზია არ გაგვაჩნია”,- განაცხადა მარიამ ქობულიამ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი