მთავარი პოლიტიკა პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს დასკვნითი სიტყვით მიმართა

პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს დასკვნითი სიტყვით მიმართა

0 849

პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს დასკვნითი სიტყვით მიმართა, განვლილი ორი დღე შეაჯამა და დეპუტატებს, მადლობა გადაუხადა.

“დღეს ქართული სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერდა, დემოკრატია კიდევ უფრო განმტკიცდა. სახეზეა ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც დამახასიათებელია ცივილიზებული სახელმწიფოსთვის. ქვეყნის დემოკრატიული მეთოდებით მართვა ძალიან მძიმეა. 2012 წელს, ქართველმა ხალხმა უდიდესი ნდობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის მთავრობას, კოალიცია “ქართულ ოცნებას” და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს წარმოვადგენ “ქართულ ოცნებას”, მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ძვირფას ხალხს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვლმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარია, პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არასოდეს დადგეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი