მთავარი პოლიტიკა ოთარ დანელიას შეხვედრა IFAD-ის ხელმძღვანელთან

ოთარ დანელიას შეხვედრა IFAD-ის ხელმძღვანელთან

0 804

მინისტრი ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იაინ კელეტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდსა (IFAD) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპეტქივებზე იმსჯელეს.

ოთარ დანელიამ ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ სტრატეგიაზე და შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა სოფლის მეუნრობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებზე, რომელთა მიზანსაც ფერმერების და მეწარმეების დამატებითი სტიმულირება წარმოადგენს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამჟამად წარმატებით ხორციელდება IFAD-ის პროექტი „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ (AMMAR). პროექტი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მიმართულებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ინვესტიციების მოზიდვას, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისათვის.

ამ შეხვედრას IFAD -ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელს დინა ნაბიილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი