მთავარი რეგიონი ნინო ლომჯარია ბათუმში იმყოფებოდა

ნინო ლომჯარია ბათუმში იმყოფებოდა

“აჭარა იყო, რეგიონი სადაც საკონკურსო-საატესტაციო პროცესზე დაკვირვების შეზღუდვა არ მომხდარა, განსხვავებით სხვა რეგიონებისა. ყველა მუნიციპალიტეტში უპრობლემოდ შეგვეძლო დაკვირვება და დასწრება. ბათუმის მერია ამ თვალსაზრისით ძალიან გამჭვირვალე იყო, ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაცია სათანადოდ იყო განთავსებული. არც ერთ სხვა მუნიციპალიტეტში ან რეგიონში მსგავსი გამჭვირვალობა არ ყოფილა. – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც აჭარის მუნიციპალიტეტებში გამართული საკონკურსო-საატესტაციო პროცესი დღეს სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა.

11203119_990353787683957_6364103372751843291_n

ლომჯარიას განცხადებით, რაც შეეხება დარღვევებს, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც ძირითადად გენდერულ თანსწორობას ეხებოდა. მაგალითად ასეთი შემთხვევა იყო ქედაში, სადაც საატესტაციო კომისია წინააღმდეგი იყო ზედამხედველობის სამსახურში ქალის დანიშვნისა, რადგანაც მიაჩნდა, რომ ეს ქალისთვის შეუფერებელი თანამდებობა იყო.
-,,სამართლიანი არჩევნები“ საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მიერ ქულების შეჯამებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს არ დასწრებია, ჩვენ კონკურსანტთა კვალიფიკაციის დამოუკიდებლად ვაფასებდით და შემდგომ იმის შესაფასებლად თუ რამდენად ობიექტური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული კომისიების მიერ, ვაკეთებდით შედარებით ანალიზს ჩვენი შეფასებების საბოლოო შედეგებთან.

11221715_990353794350623_1200932053063038790_n

მთავარი უარყოფითი ტენდენციები, რომელიც კონკურსის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით გამოვლინდა შემდეგი სახით შეიძლება დავაჯგუფოთ: • მართალია, ზოგიერთ პოზიციებზე კონკურსის ჩაშლილად მართებულად გამოცხადდა, მაგრამ გარკვეულ პოზიციებზე კონკურსი მიზანმიმართულად გამოცხადდა ჩაშლილად მიუხედავად იმისა, რომ კომისიას არჩევის ალტერნატივა ჰქონდა; • თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში რიგ პოზიციებზე შერჩეული იქნა სუსტი კადრები, გარკვეულ შემთხვევაში კომისიას ქონდა უკეთესის შერჩევის ალტერნატივა, გარკვეულ შემთხვევაში კი არა და უმჯობესი იქნებოდა სუსტი კადრების შერჩევას კონკურსი ჩაშლილად გამოეცხადებინათ. • გამარჯვებულებად უმეტესწილად ძველი კარდების გამოვლენა მოხდა, ახალი კადრები გვევლინებიან ძირითადად სპეციალისტების ან ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლების ან მათი თანაშემწეების პოზიციებზე. – განცხადა „ სამართლიანი არჩევნების -აჭარა გურიის” კოორდინატორმა მადონა ბერიძემ.

ავტორი: მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი