მთავარი სამართალი ნარკოტიკების შეძენა – შენახვისთვის პასუხისმგებლობა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით განისაღვრა

ნარკოტიკების შეძენა – შენახვისთვის პასუხისმგებლობა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით განისაღვრა

0 1049

იუსტიციის სახლში გამართულ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის ერთ-ერთი ,ნარკოტიკების გასაღების საკითხს ეხება. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მუდმივად კრიტიკის ობიექტი იყო, რადგან აღნიშნულ მუხლში ერთნაირი პასუხიმგებლობის ქვეშ იყო თავმოყრილი ნარკოტიკების შეძენაც, შენახვაც, მოხმარებაც, გადატანაც და გასაღებაც.
„ჯიბეში ედო ნარკოტიკი ვიღაცას თუ ყიდდა ნარკოტიკს, ერთნაირად 11-წლიანი სასჯელით ისჯებოდა. ჩვენ ერთნამეთისგან გავმიჯნეთ ეს ყველაფერი. გასაღება ყველაზე მძიმე დანაშაულია. შეძენა – შენახვისთვის პასუხისმგებლობა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით განისაღვრა, გასაღება კი კვლავაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით განისაზღვრა. ხოლო ამჟამად პატიმრობაში მყოფ პირებს, რომელთაც 6 წელზე მეტი უკვე მოიხადეს და ბრალი შენახვა – შეძენაში და არა გასაღებაში ედებოდათ, უფლება ენიჭებათ, რომ საქმის გადასინჯვა მოითხოვონ და მათ ვადაზე ადრე გათავისუფლების საფუძველი წარმოეშვებათ“,- აღნიშნა ქუცნაშვილმა. რაც შეეხება ნაროტიკული ნივთიერების მოხმარებას, ნარკოტიკების მოხმარებაზე პირველი დაკავება თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს და სასჯელი ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება. ხოლო მეორე და მესამე ჯერზე პირის მიმართ უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. დეპუტატის განცხადებით, კანონი ძალაში სავარაუდოდ ივნისის თვეში შევა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი