მთავარი რეგიონი მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი – ქობულეთის საავტომობილო მაგისტრალზე

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი – ქობულეთის საავტომობილო მაგისტრალზე

0 2035

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი – ქობულეთის საავტომობილო მაგისტრალის ჩაქვის მონაკვეთზე. შემთხვევას ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი ემსხვერპლა.

მძღოლი და ერთი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო და ნისან-მიკრას მარკის ავტომობილები შეეჯახენ. მსუბუქ ავტომობილში 5 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

სატვირთო მანქანის მძღოლს დაზიანებები არ აღენიშნება. წინასწარი ინფორმაციით, ნისანის მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები და სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი