მთავარი Blog მარი ბაბეტას და ტომას ჯელეკის სექსი – ანუ სად გადის ზღვარი?

მარი ბაბეტას და ტომას ჯელეკის სექსი – ანუ სად გადის ზღვარი?

“მარაოს” გადაცემა  “ერთგულების ტესტი” თავისი ფორმატით დამაინტრიგებელია, თუმცა იდეის სათავე იმ სტერეოტიპიდან მომდინარეობს, რომ მამაკაცებს  ერთგულება და მონოგამიურ ურთიერთობაში ყოფნა უჭირთ. ეს გადაცემაც, ექსპერიმენტის სახით, ამ მოსაზრების მართებულობის გადამოწმებას ცდილობს. თუმცა საკითხავია “ერთგულების ტესტი” ზემოთხსენებულ სტერეოტიპს ამსხვრევს თუ ამყარებს?

2015 წლის 5 მაისის “ერთგულების ტესტი” კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს. ამ შემთხვევაში ექსპერიმენტმა თავის კულმინაციას მიაღწია და  სრულიად საქართველომ ტომას ჯელეკისა და მარი ბაბეტას სექსი იხილა. ეპატაჟურობა რომ პოპულარობის მოპოვების უმოკლეს გზად იქცა, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლეს აღარ წარმაოდგენს. მაგრამ სად გადის ზღვარი?

საინტერესოა წინასწარ აფრთხილებენ თუ არა მსხვერპლთან შესაგზავნ ქალბატონებს რისი უფლება აქვთ და რისი არა? თუ გოგოები თავად ირჩევენ ინტიმური სიახლოვის ზღვარს? მარი ბაბეტას გადაწყვეტილება, რომ კამერის თანდასწრებით სქესობრივი აქტი დაემყარებინა, ექსკლუზიურად მისია თუ უნდა ვიფიქროთ, რომ მისი წინამორბედებიც მსგავსად მოიქცეოდნენ თუკი ექსპერიმენტი შორს წავიდოდა? ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაცემის ყველა მონაწილეს და მათ გადაწყვეტილებებს. მაგრამ რადგანაც დაისვა კითხვა, თუ რას იზამდნენ სხვა გოგოები, ეს უკვე ირიბი უპატივცემულობაა გადაცემის მხრიდან მათ მიმართ.

რა თქმა უნდა, ეჭვიც არ გვეპარება, რომ “მარაო” მონაწილეთა თანხმობის გარეშე, არცერთ ფარულ ჩანაწერს არ გაუშვებს ეთერში, თუმცა მაყურებელზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? ერთი შეხედვით გასართობი, სკანდალური გადაცემა რა გავლენას შეიძლება ახდენდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმიბრებაზე? რატომ ვამოწმებთ მამაკაცებს ერთგულებაზე? რატომ ვაკეთებთ ამით აქცენტს ერთი კონკრეტული სქესის ქცევაზე? როგორი იქნება მოზარდების რეაქცია, როდესაც ისინი მსგავსი ტიპის მესიჯებს იღებენ მედია საშუალებიდან?

სამწუხაროა, რომ ჩვენც იმ დიდი გამოხმაურების ნაწილი გავხდით, რომელიც ამ გადაცემის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა. არ ვიცით რამდენად რეალურია თუ დადგმული ეს შოუ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უამრავი კითხვა გაგვიჩნდა და  არ შეგვეძლო ჩვენი კომენტარი არ გაგვეკეთებინა.

საბედნიეროდ “ერთგულების ტესტი” საღამოს ეთერში გადის და ტომას ჯელეკისა და მარი ბაბეტას სქესობრივი კავშირი ბევრ არასრულწლოვანს არ უნახავს. მაგრამ ღამის 9 საათი არც ისე გვიანი დროა 15-17 წლის მოზარდებისთვის.  18+ მითითებაც ადევს აღნიშნულ გადაცემას, თუმცა მოგმართავთ თხოვნით, რომ YOUTUBE-ის სივრცეშიც და MYVIDEO-ზეც დაადოთ ასაკობრივი ზღვარი, რადგან ამჯერად ეს ვიდეო ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 

პატივისცემით,

“საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია”

1 კომენტარი

  1. არ მიყვარს სკანდალური გადაცემები თუ შოუები,მაგრამ,ალბათ,მოთხოვნადია და ტელევიზიებიც უმრავლესობის ნებას ემორჩილებიან.ერთგულების ტესტიც,ალბათ,საინტერესოა.მაგრამ გააჩნია,ვის მოსთხოვთ ერთგულებას – თუ ესა თუ ის პიროვნება ჰორმონების დონეს ვერ გაცდა ევოლუციის გრძელ პროცესში ,ის ერთგულების ტესტს ვერ ჩააბარებს…:)

დატოვეთ კომენტარი