მთავარი რეგიონი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისათვის

„მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისათვის

0 884

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ, ციხისჯვრის ბაზაზე, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს პროექტის – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისათვის“ ფარგლებში.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ბაზის ინფრასტრუქტურა და ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილი გამოფენა დაათვალიერებინეს, სადაც წარმოდგენილი იყო სახვადასხვა ტიპის სპეციალური აღჭურვილობა. მოზარდებმა ასევე ნახეს სპეციალური ტრანსპორტი და ტექნიკა, სამთო და სამხედრო აღჭურვილობა, სამედიცინო ინვენტარი და სპორტული დარბაზი. შეხვედრა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტიპის იყო. მოსწავლეებს კითხვა-პასუხის რეჟიმში გააცნეს დეპარტამენტის მუშაობის პრინციპები და სპეციფიკა. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მილსადენის დაცვის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების ზომებზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო. პროექტი ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებში.

11112461_660922497343086_6574020703443557463_n

11120592_660922530676416_3654658040062227149_n

11218944_660922400676429_3665868466888140105_n

11351198_660922390676430_3582061120801630649_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი