მთავარი პოლიტიკა ლაშა ადამია ბათუმის მერს პრორუსული ორგანიზაციის დაფინანსებაში ადანაშულებს

ლაშა ადამია ბათუმის მერს პრორუსული ორგანიზაციის დაფინანსებაში ადანაშულებს

„ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსათვის“ ხელმძღვანელი ბათუმის მერს პრორუსული ორგანიზაციის დაფინანსებაში ადანაშულებს. ლაშა ადამიას განცხადებით, გასულ წელს ქალაქში გიორგი ერმაკოვმა ორგანიზაცია “რასვეტის” 3 ღონისძიება დააფინანსა, რომლისთვისაც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარი დაიხარჯა. საუბარია მწერალ მიხეილ ლერმონტოვის დაბადების დღეზე, სახალხო ერთობის დღესასწაულსა და საახალწლო ღონისძიების დაფინანსებაზე დაიხარჯა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ბიუჯეტიდან თანხები არა ოკუპანტების გაძლიერებაზე, არამედ რეგიონისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე უნდა იხარჯებოდეს. „ რასვეტის“ ხელმძღვბანელი აქსანა ჩეკალოვა აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის მთავარი მიზანია რუსული ტრადიციების შენარჩუნება, აქვე აღნიშნავს, რომ მთავარია მოზარდებმა არ დაივიწყონ რუსული მწერლები და დღესასწაულები, ამ მიზნით ჯგუფში 300 კაცია გაწევრიანებული. ქალაქის მერი ადამიას ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი