მთავარი რეგიონი ლაშა ადამიას ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის გავლენა ძლიერდება

ლაშა ადამიას ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის გავლენა ძლიერდება

არასამთავრობო ორგანიზაცია” ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის” წევრები NDI -ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურებიან. ლაშა ადამიას განცხადებით, საქართველოში რუსეთის გავლენა ძლიერდება, რაც აჭარაში განსაკუთრებით იგრძნობა. ამის შესახებ, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს. შეკრებილებმა საზოგადოებას რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ღონისძიებებში ჩართვისკენ მოუწოდეს.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 31 %-ისთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მისაღებია, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას კი 68%- ემხრობა.

ავტორი: მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი