მთავარი კულტურა კინო კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კინორეჟისორი და საქართველოს სახალხო არტისტი რეზო ჩხეიძე 1926 წლის 8 დეკემბერს დაიბადა.1943-46 წლებში რეზო ჩხეიძე რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ , „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“

მისი შემოქმედებაა ფილმები: „მაგდანას ლურჯა,“ „ჩვენი ეზო,“ „განძი,“„ღიმილის ბიჭები,“ “ნერგები,“ “ჯარისკაცის მამა,” „მშობლიურო ჩემო მიწავ“ და ა.შ
ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს სიახლის გრძნობა, სისადავე და მოქალაქეობრივი ჟღერადობა.

რეზო ჩხეიძე თავისი საქმიანობისთვის დაჯილდოვებულია არაერთი ჯილდოთი და მედლებით.რუსთაველის თეატრის შესასვლელს მისი ვარსკვლავი რამდენიმე წლის წინ შეემატა. ის 1963-1981 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. ბოლო წლებში კი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი