მთავარი საზოგადოება კითხვა შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და ადგილას – ახალგაზრდა ფოტოგრაფის პროპაგანდისტული პროექტი

კითხვა შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და ადგილას – ახალგაზრდა ფოტოგრაფის პროპაგანდისტული პროექტი

იაკუბ პავლოვსკი 21 წლის ფოტოგრაფია. რამდენიმე ხნის წინ, მან საინტერესო პროექტი წამოიწო, რომლის სახელწოდებაა “წიგნები გვიხმობს”. პროექტი წარმოადგენს ფოტოების სერიას, რომელიც გვიჩვენებს, რომ სპეციალურად წიგნების კითხვისათვის განკუთვნილი ადგილი და დრო არ არსებობს და ეს შესაძლებელია ყველგან მოახერხოს ამით დაინტერესებულმა ადამიანმა. როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, მისი ფოტოსერია ერთგვარ პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს და იმედოვნებს, ეს შედეგს გამოიღებს.

” რამდენიმე თვის წინ გავაცნობიერე, რომ ადამიანები უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობენ წიგნების კითხხვას. დღეს, ყველა თანამედროვე ტექნოლოგიებს ვამჯობინებთ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველას –  მე ვსაუბრობ უმრავლესობაზე. სწორედ ამიტომ, წამოვიწყე პროექტი – “წიგნები გვიხმობს”. მინდა ხალხს შევახსენო, რომ წიგნების კითხვა შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ ადგილას.” – ამბობს პავლოვსკი.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი