მთავარი მსოფლიო თურქეთში 6 ადამიანი დაშავდა

თურქეთში 6 ადამიანი დაშავდა

ტერაქტების სერია თურქეთში. ძლიერი აფეთქებების ხმა დღეს დილით მერსინსა და ადანში გაისმა. ტერორისტთა სამიზნე სახალხო-დემოკრატიული პარტიის ოფისები გახდა. აფეთქებების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თურქეთის სახალხო პარტია პროქურთული ორიენტაციისა და მხარს ქურთების დამოუკიდებლობას უჭერს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი