მთავარი რეგიონი „თანადგომა პოლიციას!“ – აქცია ბათუმში

„თანადგომა პოლიციას!“ – აქცია ბათუმში

„თანადგომა პოლიციას!“ – ამ სლოგანით, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან სიმბოლური აქცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პოლიციას მხარდაჭერა არ აქვს და დისკრედიტირებულია.

10985457_443269632501170_6162424081710957128_n

მათივე თქმით, ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შსს-ს მაღალ თანამდებობებზე თბილისიდან მოწვეული კადრები ინიშნებიან, რის გამოც სახელისუფლებო ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რეგიონში შსს-ს მაღალ თანამდებობებზე ადგილობრივი კადრები დაინიშნონ და მათი მოტივაციის მიზნით ანაზრაურება მოუმატონ.

11124497_443269575834509_5937105545865335630_n

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რაულ თავართქილაძე ინფორმაციით, სამომავლოდ აჭარის რეგიონში შსს-ს მაღალ თანამდებობებზე თბილისდან მოწვეული 7 კადრის დანიშვნა იგეგმება. „ხელისუფლება პოლიციას სატანადო პირობებს არ უქმნის, რომ კრიმინალი შემცირდეს რეგიონში.

11138495_443269829167817_918293215780286576_n

2012 წლიდან პოლიციის ხელფასი არ გაზრდილა, ხოლო პრემია საერთოდ არ აუღიათ, რაც მათ მოტივაციაზე მოქმედებს, ისინი დღეს დაჩაგრულად გრძნობენ თავს“. – განაცხადა თავრთქილაძემ.

ავტორი: მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი