მთავარი კულტურა პრეზენტაციები ექსპერიმენტული წიგნების გამოფენა/პრეზენტაცია

ექსპერიმენტული წიგნების გამოფენა/პრეზენტაცია

გალერეა კონტეინერში,სამშაბათს, 5 მაისს, 20:00 საათზე,ექსპერიმენტული წიგნების ერთდღიან გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართება.გამოფენილი წიგნები, წიგნის ხელოვნების ცენტრში ჩატარებული ორკვირიანი ვორკშოპის შედეგად შეიქმნა. წიგნების გარდა წარმოდგენილი იქნება მუშაობის პროცესის დოკუმენტაცია და განხორციელებული აქტივობების ფოტომასალა.

ასევეგამოფენაზე ნახავთ სხვადასხვა გამოცდილებისა და პროფესიის, არტ წიგნებით დაინტერესებული, ადამიანების მიერ 14 დღის განმავლობაში შექმნილ ექსპერიმენტულ წიგნებს თბილისის თემატიკაზე.

პროექტის ავტორები არიან ნინი ხუროშვილი, ხატია ჩიტორელიძე, გიორგი ჯინჭარაძე , დოკუმენტაცია:ანი ბურდული. ხოლო გამოფენის მონაწილეები: ნუცა ესებუა, ნათია ბენაშვილი, რეზო ბოკერია, მარიამ გვახარია, ანიტა გვასალია, მარიამ ლებანიძე, ეთო გზირიშვილი, ნინო კვაჭაძე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი