მთავარი პოლიტიკა ეკა ბესელიას შეფასებით, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა პოლიტიკურ დონეზე...

ეკა ბესელიას შეფასებით, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო

0 972

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, რადგან ამას რიგითები ვერ გადაწყვეტდნენ.

ბესელია 2011 წლის 25-26 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს კომიტეტის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა.

მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიან მომიტინგეების მიმართ ყველაზე სისხლიან ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი.

„ეს იყო ყველაზე სისხლიანი ანგარიშსწორება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. მოთხოვანა იყო, რომ ამ საქმის გამოძიება მომხდარიყო და კარგია, რომ ამ მძიმე დანაშაულზე სახელმწიფომ ეს ვალდებულება გაიაზრა. სასამართლო პროცესებიც ჯერ არ დასრულებულა. აქციის დარბევა პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ გადაწყვეტილებას რიგითები ვერ მიიღებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შესრულოს“, – დასძინა ბესელიამ.

2011 წლის 26 მაისს, წინა ხელისუფლების პირობებში, ნინო ბურჯანაძის და „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქცია საპროტესტო აქცია, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა. იმ ღამით ათობით ადამიანი დააკავეს, რომელთაც სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, დაიღუპა აქციის წამდენიმე მონაწილე. მომხდარის გამოძიება ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. საქმეზე ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილია ბრალდებული.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი