მთავარი პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილი: “მთავრობა ლარის შემდგომ დევალვაციას არ ელოდება”

გიორგი კვირიკაშვილი: “მთავრობა ლარის შემდგომ დევალვაციას არ ელოდება”

0 2042

მთავრობა ლარის შემდგომ დევალვაციას არ ელოდება. ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„არის უშუალო შედეგები და კიდევ უფრო მეტი იქნება მომავალში ტურიზმის ზრდისა და ვიზიტორების შემოდინების მაჩვენებლებთან ერთად.

მინდა ვთხოვო მედიასაშუალებს, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ამ თემით არ იყოს პოლიტიკური სპეკულირება, ვინაიდან თითოეული ნეგატივი, რომელიც გადის სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკაზე. როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და არა როგორც ეკონომიკის მინისტრი, ვთხოვ ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ზოგჯერ არიან მედიის წარმომადგენლები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, ანგარიში გაუწიონ სიტუაციას, რომელიც არის. მინდა ვთხოვო მათ, არავითარ შემთხვევაში არ შექმნან ხელოვნურად დამძიმებული სურათი მედიის საშუალებით“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი