მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია მრგვალ ბაღთან გაიმართა

გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია მრგვალ ბაღთან გაიმართა

ვაკის საცურაო აუზთან რამდენიმე თვის წინ დაჭრილი გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია დღეს (24:05:2015წ) მრგვალ ბაღთან გაიმართა. უფლებადამცველების, გიორგის ახლობლებისა  და ოჯახის წევრების განცხადებით წყლაბურთელს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. მშვიდობიან და აპოლიტიკურ აქციას  საზოგადოების ის ნაწილიც შეურთდა, რომელიც აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს. 

_DSC8415

შეგახსენებთ  გიორგი გუდაძე, 4 მაისს, 23:00  საათისთვის  ბარნოვის ქუჩაზე  ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიორგი გუდაძე, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა დაკავების  დროს, რასაც ადასტურებს ლაბორატორიული  დასკვნა. მისი ახლობლები და ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ გააჩნიათ მტკიცებულებები, რითაც დაამტკიცებენ წყალბურთელის უდანაშაულობას.

_DSC8441

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიული ინსტიტუტის” დამფუძნებელმა ლაშა ჩხარტიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ხელისუფლების  მთავარი პრობლემა დამნაშავე პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების სხვადასხვა თანამდებობეზე ყოფნაა და რომ მათ მიმართ არანაირი სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა.

,,ჩემთან როგორც უფლებადამცველთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ინფორმაციით იმის თაობაზე, რომ მათთან მიმართებით მოხდა ნარკოტიკის ჩადება,იარაღზე ნაკლებად მსმენია. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ვგულისიხმობ გიორგი გუდაძეს, ბევრი მნიშვნელოვანი გარემოებაა , რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ოჯახისა და ადვოკატების  პოზიცია არის მართებული. გიორგიმ როდესაც მანქანა გააჩერა კამერები ამას აფიქსირებდა, მაგრამ ჩხრეკა კამერებისგან მოფარებულ ადგილას მოხდა ეს და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები ადასტურებს მის უდანაშაულობას.აშკარად მოხდა  მასთან აგრესორება იმ პოლიციელებისა და ძალოვნების მხრიდან, რომლებსაც პირადი და პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდათ, ეგრეთწოდებულ ნარჩენებს რომ ეძახიან, თუმცა არ ვიცი სად მთავრდება ნარჩენები და იწყება ახალი. ჩემი აზრით, იმ დამნაშავე პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების კვალი იკვეთება ამ საქმეში, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ციხეში პატიმრებს აწამებდნენ და სხვადასხვა დანაშაულს ჩადიოდნენ და ის რომ ისინი სხავადასხვა თანამდებობებზე არიან დღემდე, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა თუ მთავარი არა. რატომ არ ახორციელებს მოქმედი ხელისუფლება დღემდე მათ შეცვლას   და სამართლებრივ დევნას, ეს არის  ერთ-ერთი შეკითხვა მოქმედი ხელისუფლების მიმართ. ამ ადამიანების გარეშე ვერ იქნება ვერც პოლიცია, ვერც სასჯელაღსრულების სისტემა ვერც პროკურატურა ნდობით აღჭურვილი. მე შემიძლია თამამად ვთქვა, საქართველოში ჩადების სისტემა ისევ არსებობს და ამას სჭირდება დროული მიხედვა და არა ხელის გადაფარება.”-განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

_DSC8411

არასამთავრობო ორგანიზაცია „ ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ასევე ადასტურებს, რომ  გიორგი გუდაძეს მიზანმიმართულად ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება.

,,მრგვალ ბაღთან რამდენიმე მეტრშია მაღაზია ,,ნონეიმი”, გიორგი გუდაძემ იცოდა რომ მთელი დღის განმავლობაში დასდევდნენ, ამიტომ მანქანა სპეციალურად განათებულ ადგილას გააჩერა, ადამიანი რომელიც ღიად იძახდა, ჩამიდებენ ისე ვერ დამიჭერენო, ეს ადამიანი შედის მაღაზიაში ათვალიერებს კეტებს და იქ ხდება პოლიციის მისვლა და გაიყვანეს ბნელ ადგილას და იქ  ჩაუდეს ნარკოტიკი, მეორე დღეს წამალი გადაიქცა ისეთ ნივთიერებად, პროკურორმაც ვერ წარმოთქვა, შემდეგ მოიფიქრეს უფრო კარგი რამ და გიორგი გუდაძის სახლიდან ამოიღეს მე-17 საუკუნის მოვერცხლილი გატეხილი დამბაჩა. მე უბრალოდ როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს დიდი სურვილი მაქვს არ მივიდეს სასამართლომდე ეს საქმე, თავი რომ არ მოეჭრათ და იმედი მაქვს გომელაური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დასაჯოს ის ადამიანები , რომლებიც მას სახელს უტეხავენ. აქ მხოლოდ გიორგი გუდაძეზე არ არის საუბარი თვითონ ეს საშინელი ტენდენცია უნდა გაჩერდეს. ” -განაცხადა ლალი მოროშკინამ .

_DSC8426

 

გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცის მშვიდ ვითარებაში  დასრულდა, ადგილი არ ჰქონია არანაირ მოწოდებასა და პოლიტიკურ განცხადებას , როგორც ოჯახის წევრები და წყალბურთელის მეგობრები აცხადებენ  მათ  არ სურთ ამ საკითხის პოლიტიზირება და მოუწოდებენ, როგორც ჟურნალისტებს ასევე პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ ამ საკითხის მანიპულირებით.

 

ავტორი:

მარიამ ქობულია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი