მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია ,,არა ჩადებას” 24 მაისს გაიმართება

გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია ,,არა ჩადებას” 24 მაისს გაიმართება

ვაკის საცურაო აუზთან რამდენიმე თვის წინ დაჭრილი გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია – 24 მაისს, 14:00 სთ-ზე მრგვალ ბაღთან გაიმართება.

შეგახსენებთ  გიორგი გუდაძე, 4 მაისს, 23:00  საათისთვის  ბარნოვის ქუჩაზე  ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის ახლობლებისა და ადვოკატის ინფორმაციით, გუდაძე ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად, შიმშილობს. გიორგი გუდაძის ახლობლები და ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ დაკავებულს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა,ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ პოლიცია მას უსაფუძვლოდ არ დააკავებდა. როგორც გომელაური განმარტავს, ექსპერტიზის პასუხებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტს, რა ზომებს მიმართოს.

„გუდაძე რომ დააკავეს, თუ ნარკოტიკი არ ჰქონდა, რატომ დააკავებდნენ მაშინ? თუ არ ექნებოდა ნარკოტიკი, მას გაათავისუფლებდნენ. როდესაც ხდება პოლიციური შემოწმება, თუ ადამიანს არაფერი არ აღმოაჩნდება, არც იარაღი, არც ნარკოტიკი, მას ათავისუფლებენ. თუ დააკავეს, ესე იგი, რაღაც აღმოაჩნდა. დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, შეიძლება, ეს იყოს სხვადასხვა ნარკოტიკის სახეობა, ფსიქოტროპული იქნება თუ რაც იქნება, იქიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტს, თუ რა მიუსაჯოს ამ ადამიანს – გაათავისუფლოს, გირაოთი გამოუშვას თუ რა გააკეთოს.მე არ მინდა, ისეთი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ ციხეში რომ შევბრძანდეთ და ვკითხოთ ყველა დამნაშავეს, თუ რა ჩაიდინა, 99 პროცენტი გვეტყვის, რომ უდანაშაულოა”, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიორგი გუდაძე, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა დაკავების  დროს, რასაც ადასტურებს ლაბორატორიული  დასკვნა. მისი მეგობრები აცხადებენ, რომ მათ გააჩნიათ მტკიცებულებები, რითაც დაამტკიცებენ წყალბურთელის უდანაშაულობას.

273 მუხლით აღძრული საქმე, რაც ითვალისწინებს პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.ამ მუხლში არსებული შენიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან გიორგი გუდაძე 2-ჯერ არის  დაჯარიმებული ნარკოტიკების მოხმარების გამო, რომელიც დამტკიცებულია მხოლოდ კლინიკურად და არა ლაბორატორიულად . სწორედ ეს შენიშვნა და ასევე  236-მუხლის 1 ნაწილი, – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, რომელიც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (აქვე აღვნიშნავთ ცეცხლსასროლ იარაღში იგულისხმება 17-ე საუკინით დათარიღებული დამბაჩა, რომლის კანონიერი გადაფორმება არ ხდება და ის მიეკუთვნება კულტურულ მემკვიდრეობას) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგის 3-დან 5 წლმადე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.გიორგი გუდაძეს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 შეგახსენებთ, რომ გიორგი გუდაძე რამდენიმე თვის წინ, ვაკის საცურაო აუზთან დაჭრეს, თუმცა დამნაშავეები დღემდე არ დაუკავებიათ.  მისი სახელი ასევე უკავშირდება ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტს.  ამ ფაქტთან დაკავშირებით, გიორგის პირობითი სასჯელი სწორედ დაკავების საღამოს სრულდებოდა. მნიშვნელოვანი დეტალი რომელზეც გიორგის მეგობრები და ადვოკატები საუბრობენ, არის ის , რომ დაკავების  დროს, გიორგი  გაიყვანეს  მიმებარე ტერიტორიაზე, რომელსაც კამერა არ უყურებდა. ამ ფაქტის დადასტურება მხოლოდ ვიდეო მასალით ან საქმეში არსებული მოწმეებით იქნება შესაძლებელი და თუ ეს დადასტურდება კიდევ უფრო გაამყარებს წყალბურთელის უდანაშაულობას. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც გიორგი გუდაძის დაჭრას უკავშირდება საცურაო აუზთან , ფიგურირებს ვინმე ბექა კალმახელიძე, რომელიც გირაოს შეფარდებით გაათავისუფლეს, თუ რომელ საქმესთან დაკავშირებით ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა ფაქტია რომ გიორგის სწორედ ამ ადამიანის დასახელებას სთხოვდნენ, როდესაც ის ვაკეში დაჭრეს. წყალბურთელმა სასამართლო პროცესზე, კონკრეტული პოლიციელები დაასახელა, რომლებიც მას და მის მეგობრებს ემუქრებოდნენ.„როდესაც ბორკილების დადება დამიწყეს, ვკითხე რატომ მადებდნენ ბორკილებს. ამის შემდეგ ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული რაღაც დამანახა და მითხრა – ეს შენ მარჯვენა ჯიბეში გედოო. ვუთხარი, რომ ის მე არ მეკუთვნოდა. დავით კიკნაძე, რომელიც არის კრიმინალი სამმართველოს, თუ არ ვცდები, რომელიღაც განყოფილების უფროსი, მისი მოადგილე მაისურაძე, ასევე ბუხრაშვილი, კასრაძე და ბესელია მე და ჩემ მეგობრებს გვდევნიან და გვემუქრებიან ციხეში გაშვებით“, – განაცხადა  გიორგი გუდაძემ სასამართლო პროცესზე.

,,შენი მედია გუნდი” უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ჟურნალისტურ გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

ავტორი: მარიამ ქობულია

 

რომელი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი